ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელიც ტოკიოში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა
ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელიც ტოკიოში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა

ავტოკონცერნნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელიც ტოკიოში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა. კარლოს გონს იაპონიაში ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.

როგორც თავად გონი აცხადებს, იაპონიიდან პოლიტიკური დევნის გამო გაიქცა. მისი თქმით, „იაპონიის სასამართლო სისტემა ადამიანის ძირითად უფლებებს უარყოფს და ის არ აპირებს ამ სისტემის მძევლად იქცეს. „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ უახლოეს ხანში მედიასთან საუბარს აპირებს.

იაპონური მედია იუწყება, რომ მამაკაცი, რომელიც გარეგნულად ჰგავს კარლოს გონს, ბეირუთის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. აღსანიშნავია, რომ ბეირუთსა და ტოკიოს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ აქვთ.

კარლოს გონი 2018 წლის ნოემბერში კომპანიის ხარჯზე გამდიდრების ბრალდებით დააკავეს. 2019 წლის იანვარში იაპონიის პროკურატურამ გონს ბრალი ფინანსურ მაქინაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ოფიციალურად წაუყენა. გონის სასამართლო 2020 წელს უნდა გამართულიყო.