იტალიის სასამართლომ მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 70 წევრი გაასამართლა
იტალიის სასამართლომ მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 70 წევრი გაასამართლა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს არის „ნდრანგეტასთან“ დაკავშირებით ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი 1980-იანი წლების შემდეგ.
ბრალდებულთა ნაწილს, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გასამართლებულებს შორის არიან მაფიოზური დაჯგუფების ხელმძღვანელ ლუიჯი მანკუსოს მარჯვენა ხელი, დაჯგუფების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი და იარაღის შესყიდვაზე პასუხისმგებელი წევრი.
ბრალდებულთა თითქმის მესამედს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატის წევრებისა და თანამშრომლების სასამართლო პროცესები იანვრიდან მიმდინარეობს. 355 ბრალდებული ჯერ კიდევ გასასამართლებელია, საქმის წარმოება კი სავარაუდოდ ორი ან მეტი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მაფიის წინააღმდეგ მომუშავე პროკურორი ნიკოლა გრატერი 30 წელზე მეტია, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.