იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო მისი პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ხვალიდან პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ აღარ იქნება ქვეყნის პარლამენტში პირველი ძალა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში შეიქმნება ახალი საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც მარიო დრაგის მთავრობას დაუჭერს მხარს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა აგვერჩია, ისტორიის რომელ მხარეს გვსურს დგომა – უკრაინის მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ, თუ აგრესორი რუსეთის მხარეს. პარტიის რამდენიმე ლიდერის პოზიცია რისკს უქმნიდა ქვეყნას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ პარტია საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ „საკმარისად არ გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას“.

მედიის ინფორმაციით, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ 60-მა დეპუტატმა დატოვა და ისინი დი მაიოს ახალ დაჯგუფებას უერთდებიან.