სერია A-ს კლუბის „სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო ფინანსური დანაშულებების ბრალდებით დააპატიმრეს, – იტყობინება საააგენტო ANSA.
წყაროს ცნობით, დანაშაული, რომელშიც 70 წლის ფუნქციონერია ბრალდებული, კლუბს არ უკავშირდება. ფერერო 6 დეკემბერს დააპატიმრეს, სისხლის სამართლის საქმის კიდევ ხუთი მონაწილე კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
ფერერომ „სამპდორია“ 2014 წლის ივნისში შეიძინა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ დაიღალა საფეხბურთო კლუბის მართვით და „სამპდორიას“ პოტენციურ მყიდველებს ეძებს.
მიმდინარე სეზონში გენუურმა კლუბმა 16 ტურში 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.