იტალიის პარლამენტმა ახალი საემიგრაციო კანონმდებლობა დაამტკიცა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, მატეო სალვინის სადავო დეკრეტის სასარგებლოდ. დეპუტატთა პალატაში ხმა 396-მა კანონმდებელმა მისცა. 99 კი, წინააღმდეგი იყო.
პოპულისტური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ 14-მა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მანამდე ახალი საემიგრაციო კანონმდებლობა იტალიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში მიიღეს.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, იტალიაში ჰუმანიტარული მიზეზებით ცხოვრების უფლების მოპოვება მკვეთრად შეიზღუდება. ამასთან, მიგრანტებს, რომლებსაც ხელისუფლება სახიფათოდ მიიჩნევს, ქვეყნიდან დაჩქარებული წესით გააძევებენ. ლტოლვილების მიერ შენობის უკანონოდ დაკავების შეთხვევებში სამართალდამცველებს ძალის გამოყენების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ. კერძოდ, მათ ოპერაციის დროს ელექტროშოკის გამოყენება შეეძლებათ.
იტალიაში საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, გაერო-მ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა. საერთაშორისო ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ექსპერტების ცნობით, ახალი კანონმდებლობა დაცვის საჭიროების მქონე პირებისთვის არაადეკვატურ გარემოს ქმნის.
ამასთან, ერთად იტალიის ხელისუფლება გაერო-ს მიგრაციის პაქტში გაერთიანების საკითხს ამ დრომდე ღიად ტოვებს.