კორონავირუსი იტალიის ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა #1TVSPORT
გერმანული „ფრაიბურგის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ იტალიის ნაკრებიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ, დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე.
ასე რომ, გრიფო გახდა მეოთხე იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას დაინფიცირდა. მანამდე ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა „იუვენტუსის“ მცველზე ლეონარდო ბონუჩიზე და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებზე – ალესანდრო ფლორენციზე და მარკო ვერატიზე.
მომდევნო შეხვედრაში 9 აპრილს, „ფრაიბურგი“ „არმინიას“ შეხვდება.