იტალიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები 50 პროცენტით გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევები 50 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1 694 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 34 ადამიანი.
ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ იტალიაში ფიქსირდება.