იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერია A-ს პლეი ოფის ფორმატით დასრულებას არ გამორიცხავს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერია A-ს პლეი ოფის ფორმატით დასრულებას არ გამორიცხავს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ კვლავინდებურად განიხილავენ სერია A-ს დასრულებას პლეი ოფის ფორმატში.

„პლეი ოფის იდეა არავის გადაუგდია. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ვარიანტისთვის. არსებობს ალბათობა, რომ სერია-A  13 ივნისიდან მჭიდრო გრაფიკით განახლდება. თუმცა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამიტომაც განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის, პლეი ოფს“, – თქვა გრავინამ.

დღეისთვის, იტალიური გუნდის ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, 18 მაისიდან კი გუნდური მეცადინეობები დაიწყება.