იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 2019/2020 წლების სეზონი უნდა განახლდეს.
„ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩემპიონატი განახლდეს, – ციტირებს გრავინას სიტყვებს Football Italia – როცა იტალია ცხოვრებას დაუბრუნდება და როცა სათანადო პირობები გაჩნდება, ფეხბურთი უნდა დაბრუნდეს.
ერთხელ და საბოლოოდ ვიმეორებ – ჩემპიონატი უნდა დასრულდეს. დრო მოვიდა, რომ ხელისუფლებამ, ლიგამ, ექიმებმა, ყველამ ერთად პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილება“.
გაბრიელე გრავინა წინააღმდეგია, რომ იტალიის ჩემპიონატი ერთ ქალაქში ჩატარდეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტურნირს 20 სპორტული კომპლექსი სჭირდება, რაც ყველა მატჩის ერთ ქალაქში ჩატარებას გამორიცხავს.