იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გულშემატკივრებს სტადიონებზე შესვლის უფლებას ერთ თვეში მისცემენ
მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, იტალიაში კორნავირუსის პანდემია უმთავრეს პრობლემად და გამოწვევად რჩება, თუმცა ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს მაყურებლების სტადიონზე დაშვების საკითხზე.
„ფანები საფეხბურთო შოუს მთავარი გმირები არიან, – ციტირებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას სიტყვებს Radio Rai. – გულშემატკივრების გარეშე თამაშის სრული სურათი ვერ იქმნება.
ვიმედოვნებ, რომ უკვე იანვარში გადაიდგმება ნაბიჯი ამ მიმართულებით და მაყურებლები სტადიონებზე დაბრუნდებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ დაზუსტებით თქმა რთულია და ყველაფერი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული“, – აცხადებს გაბრიელე გრავინა.