ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ, პორტალმა Goal.com-მა იტალიის სერია A-ს პირველი წრე შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მასში ორი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“. ასევე ორი მოთამაშე ჰყავს „ლაციოს“, სამ-სამი „ინტერსა“ და „ნაპოლის“, ერთი – „რომას“.
იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის ნაკრებს ასეთი სახე აქვს:
სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) – მეჰდი ბენატია (“იუვენტუსი”), მილან შკრინიარი (“ინტერი”), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”) – ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), მირალემ პიანიჩი (“იუვენტუსი”), ალექსანდრ კოლაროვი (“რომა”), ლუის ალბერტო (“ლაციო“), ჩირო იმობილე (“ლაციო“), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”).