იტალიის ჩემპიონატის კლუბები ფეხბურთელებისთვის ხელფასის გაყინვას აპირებენ
იტალიის ჩემპიონატის კლუბები აპირებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, არსებული პაუზის პერიოდში ფეხბურთელებს ხელფასები გაუყინონ, სანამ ჩემპიონატი არ განახლდება, – იუწყება ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
კლუბებს სურთ, რომ ისედაც მძიმე ფინანსური პრობლემები ცოტა შეამსუბუქონ და ამას ფებურთელების ანაზღაურების ხარჯზე გეგმავენ.
იტალიის ჩემპიონატის განახლება 9 მაისისთვის არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია.