იტალიაში უხვი ნალექის გამო დატბორილი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
უხვი ნალექის გამო, ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლონიის მახლობლად მდინარე რენო ადიდდა და ნაპირები გადალახა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურმა სამი მოქალაქე და ექვსი პოლიციელი ვერტმფრენით გამოიყვანა. დატბორილ ზონაში მოსახლეობას ევაკუაციაში სამხედრო პოლიცია ეხმარება.
სამაშველო სამსახურმა და პოლიციამ ოპერაციაში ამფიბიის ტიპის ავტომობილები გამოიყენა.
პარალელურად, იტალია-ავსტრიის საზღვარზე დიდთოვლობამ გზა ჩაკეტა. გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო საავტომობილო მაგისტრალზე 12- კილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა.
იტალიის რეგიონში უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება. 2 თებერვალს მაშველელებმა ერთ-ერთ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მანქანებში ჩარჩენილი 200-მდე ადამიანი გამოიყვანეს.