იტალიაში უამინდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.
სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ლაციოს რეგიონში ხის დაცემის შედეგად. კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილია ნეაპოლის მახლობლად.
წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იტალიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. რომში ავდრის გამო ტურისტებისთვის დაიხურა ღირსშესანიშნაობების ნაწილი, მათ შორის კოლიზეუმი.
წყლის დონემ მოიმატა ვენეციაში. ქალაქის ტერიტორიის 75% წყლის ქვეშ აღმოჩნდა. დროებით დაიხურა სან-მარკოს მოედანი. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, ძლიერი ქარის გამო ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა უძველეს ქალაქ პომპეის ნანგრევებიდან.