იტალიაში მასობრივი სპორტისთვის 400 მილიონი დაიხარჯება
იტალიაში მასობრივი სპორტისთვის 400 მილიონი დაიხარჯება

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა 400 მილიონ ევროს გამოყოფს იტალიაში მასობრივი სპორტის განვითარებისთვის.

„სპორტი – მხოლოდ ფეხბურთი არ არის, ხოლო ფეხბურთი – არ არის მხოლოდ სერია A. მთავრობა 400 მილიონ ევროს გამოყოფს მასობრივი სპორტის ასაღორძინებლად. ეს იქნება საყოველთაო აღორძინების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ კრიზისის შემდეგ, ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება“, – თქვა გაზეთ „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში სპადაფორამ.