სამხრეთ იტალიაში, კოზენცას პროვინციაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იტალიური გამოცემა, „ანსა“ ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ რენდედან ორ კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში აღინიშნა.
იტალიური მედია წერს, რომ განმეორებითი მიწისძვრის საფრთხის გამო, სახლებიდან და კომერციული ხალხი შენობებიდან ქუჩებში გავიდა.
მიწისქვეშა ბიძგები კალაბრიის მთელ რეგიონში იგრძნობოდა. „ანსას“ ინფორმაციით, კალაბრიის რეგიონი უმაღლესი სეისმური რისკის ზონაა.