იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. დღეს გარდაცვალების 41 შემთხვევა დადასტურდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

გაიზარდა ინფიცირების შემთხვევებიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3858 შემთხვევა ფიქსირდება.

ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიაშია, სადაც 98 ადამიანია გარდაცვლილი.