იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა მცირდება. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 119 ადამიანი დაიღუპა. 22 მაისს კი, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 130 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.
მცირედით გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც 22 მაისს იტალიაში ინფიცირების 652 შემთხვევა დადასტურდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, იტალიაში „კოვიდ-19“-ს 32 735 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, დღემდე კორონავირუსით 229 327 ადამიანი დაინფიცირდა, 138 840 კი, უკვე გამოჯანმრთელდა.