იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 285 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებელი შემცირებულია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რიცხვი ახლა 27,967-ს შეადგენს. 1,872-ით გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც და ახლა ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 205,463 შემთხვევა ფიქსირდება.