იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასულ დღე-ღამეში სამჯერ გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასულ დღე-ღამეში სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 527 პაციენტი განიკურნა, სულ კი ვირუსი 1966 -მა პაციენტმა დაძლია.

კვლავ საგანგაშოა გარდაცვლილთა რიცხვი. გასული დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია. გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 1441-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 3500-ით გაიზარდა და 21 000-ს აჭარბებს.