იტალიაში კორონავირუსის 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 72 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოური მედიის ცნობით, გუშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 85 იყო.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 234 801 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 33 846 ადამიანი.