იტალიაში კორონავირუსის 26 062 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 317 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 317 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 101 881 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 062 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,2 მილიონი შემთხვევა.