იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები 3 აპრილამდე იყო დაწესებული, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი გახანგრძლივება გადაწყდა. იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინი სამი კვირის წინ დაწესდა.
ამ დროის მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 101 739 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 14 620-მა პაციენტმა შეძლო განკურნება, 11 591 კი ვირუსს ემსხვერპლა.