იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 262 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალი მონაცემია. გუშინ იტალიაში ვირუსით 195 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 992 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 500 ლომბარდიის რეგიონში.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის საავადმყოფოებში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა იკლებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 223 092 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით 31 368 ადამიანი გარდაიცვალა.