იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 61 ექიმი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 61 ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ იტალიის ექიმთა ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, იტალიაში კორონავირუსით ჯანდაცვის სისტემის სულ 8 358 თანამშრომელია ინფიცირებული.
გარდაცვლილ ექიმთა შორის 40 ლომბარდიის რეგიონში მუშაობდა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ყველაზე დიდია.
იტალიაში გამოვლენილია კორონავირუსის სულ 97 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 10 779 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 13 000-ზე მეტი პაციენტი.