იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 179 ადამიანი ემსხვერპლა. 10 მაისის მონაცემებთან შედარებით, ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა მცირედით გაიზარდა.
10 მაისს იტალიაში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლის რიცხვი 30 739-მდე გაიზარდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალიისთვის პოზიტიური მაჩვენებელია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების რაოდენობა 1000-ს ჩამოსცდა. ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ზრდა რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით, 0.34 პროცენტით აღინიშნა.
ასევე, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია ტესტირების რაოდენობაც.