იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის შვიდი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, იტალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი ხუთი დღის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 259 345 ადამიანი დაინფიცირდა, 35 437 პაციენტი გარდაიცვალა.