იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 247 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36
იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუს – „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მსგავსი მატება ერთი დღისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
იტალიაში ვირუსს ბოლო 24 საათში 36 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 233-მდე გაიზარდა.
ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის პრეზიდენტმა, სილვიო ბრუსაფერომ მოსახლეობას მოუწოდა, იხელმძღვანელონ მითითებებით და შეზღუდონ კონტაქტები, რაც ვირუსის შეკავების ერთადერთი ეფექტური გზაა.
მედიის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელი ნიკოლა ზინგარეტიც.