იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში განმარტეს, ეს მონაცემები არ მოიცავს ლომბარდიას, რადგან ამ რეგიონიდან მონაცემების მიღება დაგვიანდა.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 531 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ვირუსს 32 785 ადამიანი ემსხვერპლა და 140 479 პაციენტი განიკურნა.