იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 178 ადამიანს დაუდგინეს, რაც 26 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 178 ადამინს დაუდგინეს. ეს 26 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ახალი ინფიცირებულები უმეტესწილად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიგურიასა და ლომბარდიაში გამოვლინდნენ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კოვიდინფექციას 60 ადამიანი ემსხვერპლა.
იტალიაში კორონავირუსით სულ 33 475 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 21 თებერვალს დაფიქსირდა.