ცნობილი გახდა იტალიის ჩემპიონატის ახალი გათამაშების დაწყების თარიღი.
გამოცემა „სპორტიტალიას“ ინფორმაციით, 2020-21 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
უფრო ადრე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია შეისწავლის ჩემპიონატის ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტებს, თუ სეზონი 12 სექტემბერის შემდეგ დაიწყება. ასეთ შემთხვევაში, გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან და 18-18 მატჩს ჩაატარებენ 38-ის ნაცვლად, რის შემდეგაც გაიმართება პლეი ოფი ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენად.