იტალია VS საქართველო - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
იტალია VS საქართველო - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს მერვე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი იტალიაშია და ადგილობრივ ნაკრებთან ბრეშაში, 22:30 საათზე ითამაშებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი ნაკრები იტალიაში დანაკლისით გაემგზავრა – 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან შეხვედრაში მხრის ტრავმა მიიღო თორნიკე შენგელიამ. მის მაგივრად შემადგენლობაში მიხეილ ბერიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს. იტალიასთან მატჩზე თორნიკე შენგელია ნაკრებთან იქნება. ის ამჟამად ბოლონიაში იმყოფება ცნობილი იტალიელი პროფესორის მოლოდინში. შენგელიას ჩაუტარდა წინასწარი დათვალიერება და დადგინდა, რომ ის სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს. თუ რა სახით გაგრძელდება მისი მკურნალობა, იქნება ეს კონსერვატიული გზით თუ ქირურგიული ჩარევით, რამდენიმე დღეში გადაწყდება.

 

 

სატურნირო მდგომარეობა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში იტალიის ნაკრები ესპანეთთან ერთად ფავორიტია – 4 მოგება აქვს. მას ერთი გამარჯვებით ჩამორჩება საქართველო და იმის გათვალისწინებით, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე სამი საუკეთესო გადის, ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში იტალიას მუნდიალამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება. თავის მხრივ, მოგება საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილზე პოზიციას გაიმყარებს.

 

 

27 აგვისტო, 2022

ნიდერლანდები-ესპანეთი

იტალია-საქართველო

ისლანდია-უკრაინა

 

11 ნოემბერი, 2022

ისლანდია-საქართველო

იტალია-ესპანეთი

ნიდერლანდები-უკრაინა

 

14 ნოემბერი, 2022

ესპანეთი-ნიდერლანდები

საქართველო-იტალია

უკრაინა-ისლანდია

 

23 თებერვალი, 2023 წ

ისლანდია-ესპანეთი

ნიდერლანდები-საქართველო

იტალია-უკრაინა

 

26 თბერვალი, 2023

უკრაინა-ნიდერლანდები

საქართველო-ისლანდია

ესპანეთი-იტალია

 

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურს 3 საუკეთესო მოიპოვებს.

 

ურთიერთშეხვედრები

იტალიის ნაკრებთან 90-იან წლებში ორი მატჩი ვითამაშეთ და გუნდებს შორის კლასშიც და შედეგშიც დიდი სხვაობა დაფიქსირდა. მას მერე საქართველოს ნაკრები თამაშს წლიდან წლამდე აუმჯობესებდა, ბოლო სამი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა იტალიის გამარჯვებით დასრულდა.

2017 წელს ევრობასკეტზე სწორედ იტალიასთან 69:71 დამარცხების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდოდა…

 

28.02.1998 ევრობასკეტის შესარჩევი

იტალია-საქართველო 90:43

 

27.02.1999 ევრობასკეტის შესარჩევი

საქართველო-იტალია 64:105

 

22.06.2004 ამხანაგური

იტალია-საქართველო 100:76

 

06.08.2006 ამხანაგური

იტალია-საქართველო 112:48

 

12.08.2006 ამხანაგური

იტალია-საქართველო 80:51

 

16.08.2015 ამხანაგური

საქართველო-იტალია 67:87

 

28.08.2015 ამხანაგური

იტალია-საქართველო 91:90

 

25.08.2017 ამხანაგური

იტალია-საქართველო 73:65

 

06.09.2017 ევრობასკეტი 2017

იტალია-საქართველო 71:69