იტალია ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას გმობს
იტალია გმობს ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.
„იტალია მხარს უჭერს ევროკავშირის განცხადებასა და პოზიციას. იტალია კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას“ – ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს განცხადებაში.
ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას ევროკავშირმა საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა უწოდა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .
🇮🇹 fully support 🇪🇺Statement and position and reiterating once again its strong support to the territorial integrity of Georgia @MFAgovge @JanelidzeMkh @ItalyMFA @EUinGeorgia @ItalyinEU @ItalyatOSCE https://t.co/b68nBDOb8a
— Italy in Georgia (@ItalyinGeorgia) May 30, 2018