იტალია 3 ივნისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ივნისიდან იტალიის მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის შიგნით.
იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მარტში კორონავირუსის ეპიდემიის გამო მკაცრი კარანტინი გამოაცხადა. შეზეღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო.
18 მაისიდან იტალიაში გაიხსნება მაღაზიები, ასევე ამავე დღიდან დასაშვები იქნება რეგიონის შიგნით გადაადგილება. თუმცა 2 ივნისამდე, ანუ იტალიის რესპუბლიკის დღემდე ძალაში დარჩება ქვეყნის რეგიონებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რათა თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი დასვენების განმავლობაში მოქალაქეთა მასობრივი მიმოსვლა.
იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 31 610 შეადგინა.