ისტორიული მოვლენა - ქართველი მოთამაშე „დოტა 2“-ის ტოპ გუნდის წევრი გახდა
ისტორიული მოვლენა - ქართველი მოთამაშე „დოტა 2“-ის ტოპ გუნდის წევრი გახდა

ვიდეო თამაშ „დოტა 2“-ში (Dota 2) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დომინანტი გუნდი „ოუ ჯი“-ს (OG) წევრი და „მიდლეინერი“ ქართველი მოთამაშე ირაკლი „W1sh“ პერანიძე იქნება.


კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდის ძირითადი „მიდლეინერი“  ტოპიას „Topson“ ტაავიტსაინენი კარანტინშია და შესაბამისად, ვერ ახერხებს საკუთარ გუნდს მომავალ ტურნირებზე დაეხმაროს. იგივე პრობლემა აქვს იეიკ „MidOne“ ნაი ჟენგსაც. სწორედ მათ ნაცვლად ითამაშებს ირაკლი პერანიძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში.

თავად ორგანიზაცია „ოუ ჯი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და 2018 და 2019 წლებში „დოტა 2“-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის „ინტერნეიშენალის“ გამარჯვებული გახდა. „დოტა 2“-ის გარდა, ორგანიზაციას გუნდები ვიდეოთამაშებში „ქაუნთერ სთრაიქი“ (CS:GO) და „სუპერ სმეშ ბროს.“ (Super Smash Bros.) ჰყავს.