ისტორიაში პირველად რაგბის მსოფლიო ოფიციალურ რეიტინგს უელსი (89.43) ლიდერობს.
„დრაკონებმა“ შაბათს ინგლისი ანგარიშით 13:6 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვეს. ავსტრალიასთან მოიგო მათმა კონკურენტმა, ახალმა ზელანდიამ (36:0), თუმცა მოპოვებული რეიტინგი პირველი ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდია ავსტრალიასთან დამარცხდა, უელსი არაოფიციალური რეიტინგის ლიდერი გახდა, მაგრამ პირველ ტესტში თავად უელსელებმაც ვერ მოახერხეს ინგლისის დამარცხება, შესაბამისად, ორშაბათამდე, როდესაც რეიტინგი ოფიციალურად ქვეყნდება, პირველი პოზიცია დაკარგეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსი ჯგუფში „ბორჯღალოსნების“ მეტოქეა და საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში სწორედ „დრაკონებს“ დაუპირისპირდება.