ისტორიაში პირველად – საგარეჯოს „გარეჯი“ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

20:09, 30.11.2024

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 35-ე ტურში ხობში „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

პლეი ოფში ითამაშებენ „რუსთავი“ და ბოლნისის „სიონი“, რომელმაც „ვიტ ჯორჯია“ 2:0 დაამარცხა და არის შანსი, საქართველოს ორიგზის ჩემპიონი ლიგა 3-ში დაქვეითდეს.

„შტურმმა“ 4:2 დაამარცხა „დინამო 2“, რომელმაც პლეი აუტის ზონაში გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ამ ზონას თავი დააღწია „ლოკომოტივმა”, რომელმაც დუშეთის „არაგვს“ 1:0 მოუგო და მე-4 ადგილზე გადავიდა. თუმცა, ბოლო ტურში მოგება სჭირდება, პლეი აუტში რომ არ ითამაშოს.

ბოლნისის „სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:0

ხობის „კოლხეთი“ – საგარეჯოს „გარეჯი“ 2:3

„ლოკომოტივი“ – დუშეთის „არაგვი“ 1:0

„შტურმი“ – „დინამო თბილისი 2“ 4:2

მსგავსი