ისტორიაში პირველად, ბელგიას ქალი პრემიერი ეყოლება
ისტორიაში პირველად, ბელგიას ქალი პრემიერი ეყოლება

ბელგიას ისტორიაში პირველად ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამ თანამდებობას ბელგიის ბიუჯეტის უკვე ყოფილი მინისტრი სოფი უილმსი დაიკავებს. ბელგიის მთავრობის მეთაურის ცვლილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს. მიშელი ახალ სამუშაო ადგილზე სამსახურს პირველ დეკემბერს დაიწყებს.

ბელგიის მმართველ უმრავლესობას ჯერ არ დაუსახელებია საგარეო საქმეთა მინისტრის შემცვლელის ვინაობა. როგორც ცნობილია, დიდიე რეინდერსი, რომელიც ამჟამად უდგას სათავეში ბელგიის საგარეო უწყებას, ევროკომისიაში დაიწყებს მუშაობას.