ისტორია დაიწერა - საქართველო ერთა ლიგაში ჯგუფის გამარჯვებულია!

რიგის „დაუგავა არენაზე“ ერთა ლიგის მეოთხე შესვედრაში საქართელომ ლატვია დაამარცხა და „დ“ დივიზონს პირველი ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

ვლადიმირ ვაისმა ანდორის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშე შეცვალა: სასტარტოში საბა კვირკველიას ნაცვლად დათა ხოჭოლავა დააყენა, ხოლო მარცხენა ფლანგზე გიორგი ნავალოვსკი ლაშა დვალით ჩაანაცვლა, ოთარ კიტეიშვილი – ვაკო გვილიათი, ხოლო ნიკა კაჭარავა – გიორგი მერებაშვილით და გუნდი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ითამაშებს.

ასეთი სერიოზული ცვლილების მიუხედავად, „ჯვაროსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. დაწინაურება უკვე მე-5 წუთზე პენალტით შეეძლოთ, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილმა ლატვიელთა მეკარე ანდრეი ვანინსს ვერ აჯობა.

„ჯვაროსნებმა“ ანგარიშის სწრაფად გახსნა მაინც მოახერხეს: მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია. 28-ე წუთზე, ვაკო გვილია გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა, შორეულ კუთხეში გაუტანა და საქართველო 0:2 დააწინაურა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლდიმერ ვაისმა ტრავმირებული ჯაბა კანკავა შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი აბურჯანია შეიყვანა. ამის მიხუედავად, თამაშის სცენარი არ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა 61-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაზარდა – 19 წლის ქართველმა მასპინძელთა კარი მესამედ შეარხია და საგოლე გადაცემასთან ერთად, გოლის ავტორიც გახდა- 0:3.

ამ მატჩის მოგებით საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა, დარჩენილ ორ შეხვედრაში ჯგუფში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა და პირველი ადგილი და ერთა ლიგის “დ” დივიზიონის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა. საქართველო ერთა ლიგის „დ“ დივიზონში პირველი გუნდია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.

ლატვია 0-3 საქართველო

16.10.2018. რიგა. „დაუგავა სტადიონი“.

გოლები: 0:1 კანკავა (8), 0:2 გვილია (29. ჩაკვეტაძის პასით), 0:3 ჩაკვეტაძე (61)

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5. მეკარემ მოიგერია)

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, ფერტოვი (46. ისაევი), ტარასოვი, ციგანიუკი, რაკელსი, გუტკოვსკი (70. შაბალა), კარაშაუსკსი (70. იკაუნიეკსი)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (46. აბურჯანია), მერებაშვილი (80. ჯიღაური), გვილია, ჩაკვეტაძე (89. ზარანდია), ყაზაიშვილი

მთავარი არბიტრი: პეტრ არდელიანუ (ჩეხეთი)

გაფრთხილებები: გუტკოვსკი (46)