ისრაელში თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ ასობით ადამიანს, რომლებიც ესწრებოდნენ მატჩს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული იმყოფებოდა

17:39, 04.03.2020

ისრაელის ხელისუფლება თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ ასობით ადამიანს, რომლებიც გასულ კვირაში თელ-ავივში, ფეხბურთის მატჩს ესწრებოდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მაკაბი თელ-ავივისა“ და „ჰაპოელ ტელ-ავივის“ თამაშზე ერთ-ერთი მაყურებელი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი მოედანზე მერვე შესასვლელით შევიდა. ჯანდაცვის სამინისტრო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ამავე შესასვლელით ისარგებლეს, მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებასთან კონტაქტისგან.

მსგავსი