ანტონიუ კოშტა – ახლა არ არის დრო, უკრაინას მხარდაჭერა მოვაკლოთ, არც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების დროა

19:51, 16.10.2026

ახლა არ არის იმის დრო, რომ უკრაინას მხარდაჭერა მოვაკლოთ, არც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების დროა, – ამის შესახებ ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხდა.

კოშტას თქმით, უკრაინას ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

„პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩვენი გზავნილი ძალიან მარტივია: ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთივე მტკიცეა, როგორიც ყოველთვის იყო. ახლა არ არის დრო, უკრაინას მხარდაჭერა მოვაკლოთ, არც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების დროა. პირიქით, ახლა ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების დროა. ამიტომ, ძვირფასო ვოლოდიმირ, შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, არა მხოლოდ ომში მხარდაჭერის კუთხით, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრის რანგში თქვენი მომავლისთვისაც“, – აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მსგავსი