მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

18:59, 16.10.2026

მოლდოვაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, დრონი დონდუშენის რაიონის სოფელ სკაიანის სიახლოვეს ჩამოვარდა. ამჟამად მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეეხონ აღმოჩენილ უცნობ ობიექტებს ან მათ ნამსხვრევებს.

როგორც ცნობილია, ღამით რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვია. მანამდე, 15 ოქტომბერს, უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის დროს დრონმა კვლავ დაარღვია მოლდოვის საჰაერო სივრცე. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს დრონი რუსული იყო.

მსგავსი