ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასულ დღე-ღამეში 255-ით გაიზარდა
ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 255-ით გაიზარდა და 13 362 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 13 პაციენტი, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 171-ს მიაღწია.
ისრაელში კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას 19 აპრილიდან გეგმავენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. კერძოდ, უახლოეს ხანში ისრაელში გაიხსნება ელექტროტექნიკისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიები. ასევე, ამუშავდება საწარმოების ნაწილი.
ნეთანიაჰუს თქმით, კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების შემდეგ, დაშვებული იქნება ქუჩაში ვარჯიში და ლოცვა ღია სივრცეში. თუმცა, იმ პირობით, რომ მორწმუნეების რაოდენობა 10-ზე მეტი არ იქნება.