ისრაელში კარანტინის დაწესების შემდეგ პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში კარანტინის დაწესების შემდეგ პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში კარანტინის დაწესების შემდეგ პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ქვეყნის ხელისუფების გადაწყვეტილებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ისრაელში პარასკევს კარანტინი გამოცხადდა. ახალი შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ დაშვებულია საპროტესტო აქციის გამართვა.

საპროტესტო აქცია იერუსალიმში გაიმართა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდნენ. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეების უმეტესობას დემონსტრაციის მიმდინარეობისას პირბადეები ეკეთა, თუმცა არ იცავდნენ ორმეტრიან დისტანციას.

ისრაელში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 187 396 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 236 ადამიანი.

დატოვე კომენტარი