ისრაელში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 523 შემთხვევა დაფიქსირდა
ისრაელში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 523 შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსზე 70 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ 1 523 ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში კორონავირუსულ ინფექციას 2 883 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად ქვეყანაში 11 751 აქტიური შემთხვევაა.

საერთო ჯამში, ისრაელში კორონავირუსული ინფექციის 339 939 შემთხვევაა რეგისტრირებული.