ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა​
ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა​

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში 5 870 პაციენტი მკურნალობს. მათგან 49-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ის 22 139 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 308 ადამიანი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ორ ქალაქში ნაწილობრივ გამოცხადდა კარანტინი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები და აუცილებლად ატარონ პირბადე.

დატოვე კომენტარი