ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა
„კოვიდ-19“-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის გამო, 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 აპრილიდან ქვეყანაში ყველა სკოლა გაიხსნება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი.
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საჯარო დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში მასშტაბურ შეკრებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.