ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა
ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა. ამავე რეგიონიდან ისრაელში უცხოელი მოგზაურების ჩასვლა დაუშვებელი იქნება. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამრიგად, ისრაელის მთავრობის მიერ შედგენილ ე.წ. წითელ ნუსხაში შეიყვანეს სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი.
ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
სამხრეთ აფრიკის ე.წ. წითელ ნუსხაში შეყვანას აპირებს ინგლისიც.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის პოტენციურად საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება.