ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა

01:32, 26.11.2021

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა. ამავე რეგიონიდან ისრაელში უცხოელი მოგზაურების ჩასვლა დაუშვებელი იქნება. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამრიგად, ისრაელის მთავრობის მიერ შედგენილ ე.წ. წითელ ნუსხაში შეიყვანეს სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი.

ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
სამხრეთ აფრიკის ე.წ. წითელ ნუსხაში შეყვანას აპირებს ინგლისიც.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის პოტენციურად საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

მსგავსი