ისრაელმა იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ხელისუფლება შიშობს, რომ ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირება დღეს კვლავ არის მოსალოდნელი.
„ღამით აქციების გამართვის უფლება დაცული იქნება, მაგრამ არეულობას მტკიცე პასუხს გავცემთ. არეულობის მიმართ იქნება ნულოვანი ტოლერანტობა“, – განაცხადეს იერუსალიმის პოლიციაში.
დაძაბულობის ესკალაცია ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლების გეგმას მოჰყვა. პალესტინელებისა და პოლიციელების შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი დემონსტრანტი და 17 სამართალდამცველი დაშავდა.
ისრაელის არმიის ცნობით, მომხდარის გამო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორის სიახლოვეს უსაფრთხოება გაძლიერებულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოძრაობა ჰამასმა პალესტინელებს ისრაელის საზღვართან აქციების გამართვისკენ მოუწოდა.